Semi
თანამედროვე ვებსაიტი და ონლაინ შეკვეთების პლატფორმა რესტორან Semi-სთვის, რომელიც ხაშურში წამყვან პოზიციას იკავებს. პროექტი მოიცავს სრულ ციფრულ მენიუს, კალათის ფუნქციონალსა და შეკვეთის გამარტივებულ პროცესს.
საიტის ნახვა
გამოწვევა
პოპულარულ რესტორან Semi-ს არ გააჩნდა ციფრული არხები, რაც ზღუდავდა მომხმარებელთა წვდომას. შეკვეთების მიღება მხოლოდ ადგილზე ხდებოდა. საჭირო იყო ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა დისტანციურად გაცნობოდა მენიუს და გაეკეთებინა შეკვეთა.
გადაწყვეტა
შევქმენით მობილურ მოწყობილობებზე მორგებული ვებსაიტი კატეგორიზებული ციფრული მენიუთი (მზა კერძები, ნახევარფაბრიკატები, კომბო მენიუები). დავნერგეთ ინტუიციური კალათა და შეკვეთის სწრაფი პროცესი, რაც მაქსიმალურად მარტივს ხდის მომხმარებლის გამოცდილებას.
